Მწყურვალთ
概要: Quotes Jesus' words, "If anyone is thirsty let him come unto me and drink" as introduction. Then discusses thirst for all kinds of things. Inner thirst leads to death. Jesus Christ alone can quench that thirst.
文本編號: 250
語言: Georgian
主題: Lifestyle (Agriculture); Eternal life (Eternal / everlasting life); Living as a Christian (Joy, happiness, rejoicing, Faith, trust, believe in Jesus); Problems (Problems, troubles, worries)
聽眾: General
目的: Evangelism
Features: Monolog; Messages and Fiction; Extensive Scripture
狀態: Approved
腳本是翻譯和錄製成其他語言的基本指南,它們需要根據實際需要而進行調整以適合不同的文化和語言。某些使用術語和概念可能需要有更多的解釋,甚至要完全更換或省略。
文本文字
„თუ ვინმეს სწყურია მოვიდეს და შესვას“,–ვინ საუბრობს მსგავს საკითხებზე? ვის ძალუძს ამის გაკეთება. ვის შეუძლია მწყურვალის დარწყულება?
ეს ისაა ვინც წყაროსთან ესაუბრებოდა სამარიტელ დედაკაცს და ეუბნებოდა: ყოველი ვინც შესვამს ამ წყალს აღარ მოსწყურდება.“ ვინ არის ეს კაცი? სულელი? მასხარა?არა ეს იესოა, ქრისტე, ღვთის ძე, რომელიც ერთდროულად არის კაცი და ღმერთიც. ის არის ვინც გვესაუბრება ჩვენ, თითოეულ ჩვენთანაგს და ამავდროულად ყველას.
ყველა მწყურვალია, ზოგს სიყვარულის სწყურია, ზოგს სიმშვიდე აკლია,ზოგი ბედნიერებას მოისაკლისებს. სწორედ ეს აკლდა ჭასთან მყოფ ქალსაც, მას ყავდა ხუთი ქმარი, ერთიც სახლში ეჯდა, მაგრამ ის მოისაკლისებდა სიმშვიდეს, ბედნიერებას, სიყვარულს. იესოს შეეძლო მისი დარწყულება, იმ სიხარულით რომელიც არასდროს დაილეოდა.
სად ეძებ კითხვებს პრობლემებზე? როცა გწყურია სიცოცხლე?როგორ ცდილობ შეავსო შენი შინაგანი სიცარიელე. ვის აინტერესებს შენი მდგომარეობა იმისდა მიუხედავად ვინ ხარ და რას წარმოადგენ. შესაძლებელია იყო ბედნიერი ამ ქვეყანაზე?მაშინ როცა ქვეყანაზე აქ გამეფებულია ბოროტება შუღლი ომი.
წყურვილი ეს ყველაზე უარესი რამაა რითაც შეიძლება ადამიანი დაიტაჯოს. თუ შენ ვერ დაიკმაყოფილებ შენს შინაგან წყურვილს უბედურად იგრძნობ თავს. მაგრამ იესო ამბობს; გაჩერდი და მომისმინე. შეიძლება წლებია ეძებ ჭაში შენს ბედნიერებას და სიმშვიდეს. შეწყვიტე ის თამაში, რომელიც არაფერს მოგიტანს. იესოს შეუძლია მოგიტანოს კომფორტი და კეთლდღეობა. იესო აავსებს შენს ცხოვრებას სიმშვიდით და ბედნიერებით.
უფალს შეუძლია უწმინდური წმინდა ჰყოს. ვინც ირწმუნებს უფალ იესო ქრისტესი მისგან სიცოცხლის წყლები დაიწყებენ დენას.
მას შემდეგ რაც იესოს მიეახლები იგრძნობ სისავსეს, დარწყულებას, კმაყოფილებას. და ამით გამოწვეულ სიხარულს სხვებსაც გაუზიარებ, სხვებსაც დაარწყულებ. იესო გიხმობს, გეძახის და გეუბნევა: მოდი, მოდი, ვინც არ უნდა იყო მანდ,ის გაგწმენდს ყოველგვარი უკეთრებისგან. დაგარწყულებს და აღარასდროს მოგწყურდება.
გინდა იპოვო სულის სიმშვიდე? გინდა იპოვო მეგობარი რომელიც არასდროს გაქცევს ზურგს და მიგატოვებს? მეგობარი რომელიც შეგიძღვება საუკუნო სიცოცხლეში სიკვდილის შემდეგ, სადაც არც ტანჯვაა, არც შიში არც იმედგაცრუება.
ადამიანებს ერთი პატარა ხანმოკლე სიცოცხლე გვეძლევა , მხოლოდ იესო ქრისტეთი შეგვიძლია ის ვაქციოთ სრულყოფილად. დაამყარე შენი იმედი მაცხოვარზე, მიენდე მას, ვინც საკუთარი სისხლით გადაიხადა შენი ცოდვისგან გამოსყდვის საზღაური. რომელიც მოკვდა ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით შენდა გამოსახსნელად და საუკუნო სიცოცხლის მოსანიჭებლად. გაუღე მას შენი გულის კარები და ის მოვა და დაივანებს შენში. მხოლოდ ერთი რამ გაქვს გასაკეთებელი, მიხვიდე მასთან, გაუღო გულის კარები, აღიარო შენს მხსნელად და დაეწაფო იმ წყაროს რომელიც საუკუნო სიცოცხლეს გაძლევს.