Სულელი Მდიდარი
概要: Story of the rich fool laying up treasure. The importance of being ready and not putting material things ahead of spiritual needs. Application.
文本編號: 112
語言: Georgian
主題: Sin and Satan (Judgement); Christ (Sacrifice / Atonement); Living as a Christian (Leaving old way, begin new way); Eternal life (Salvation); Life event (Death); Problems (Materialism, Money)
聽眾: General
目的: Evangelism
Features: Monolog; Bible Stories; Extensive Scripture
狀態: Approved
腳本是翻譯和錄製成其他語言的基本指南,它們需要根據實際需要而進行調整以適合不同的文化和語言。某些使用術語和概念可能需要有更多的解釋,甚至要完全更換或省略。
文本文字
ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი. მოუვიდა დიდი მოსავალი ერთ წელს და არ იცოდა სად დაებინავებინა ის. თქვა თავის გულში: გავაშენებ დიდ ბეღლებს, სათავსოებს და დავაბინავებ ჩემ მოსავალს. მერე ვეტყვი ჩემს თავს ინავარდე სულო ჩემო, ჭამე, სვი და დატკბი ამ ყოველივეთი“. მაგრამ ღმერთმა უთხრა მას; „დღეს მოკვდები. სულელო ადამიანო, შენი სული დასტოვებს შენს სხეულს. და ვის დარჩება ეს ყოველივე რაც მოიწიე? „ კაცი ბედნიერი იყო თავისი ყოფით, სოციალური სტატუსით მაგრამ მან არ იცოდა, რომ სიკვდილს თავს ვერ დააღწევდა თავისი სიმდიდრის მიუხედავად.
ეს მდიდარი კაცი სულელად შეირაცხა ღმერთის მიერ , რადგან სიკვდილის მოსვლაზე არ ფიქრობდა. რომელმა ჩვენთაგანმა ვიცით სიკვდილის მოახლოების ჟამი და საათი? დღეს რომელიც ამომავალ მზეს უმზერ განა იცი რომ ხვალ ამის ხილვის საშუელება მოგეცემა? შენ არ იცი რა მოხდება ხვალ–ამბობს ღმერთი, –შენ მხოლოდ მდგმური ხარ ამა სოფლის, მცირე დროით ხარ ამ მიწაზე და მერე ისევ წახვლა გაუჩინარდები.
ვინ არის ბრძენი? ბრძენმა იცის, რომ ყოველივე ამ ცისქვეშეთში წარმავალია და დროებითი. რომელმაც უწყის, რომ გარდაცვალებისას ვერაფერს წაიღებს თან. შიშველი და უქონელი მოევლინა ქვეყნიერებას და ასევე დატოვებს მას. მას შეუძლია ცოდვილი ცხოვრებით იცხოვროს და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში ამოყოს თავი. მაგრამ მას სხვა არჩევანიც აქვს, რომელიც თავაზობს ადამიანს ზურგი აქციოს ცოდვებს და იცხოვროს ღვთის გზებით რათა სიკვდილის შემდეგ დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ზეცა.რადგან მაცხოვარმა იესო ქრისტემ უკვე გაწირა თავი ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა ჯვარზე ჩვენი უკეთურებისთვის და აღსდგა მკვდრეთით ჩვენდა გამოსახსნელად. თუ კი მოისურვებ უფლის გზით სიარულს ის დაგეხმარება შენ ამ გზაზე.
ის არ მიგატოვებს და გვერდით იქნება შენი გარდაცვალების ჟამს. ის წაგიძღვება ზეცაში ღმერთთან
გინდა გაიგო ამ გზის შესახებ? იესო ამბობს: მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით. ილოცე გამჩენის წინაშე , სთხოვე ღმერთს შენდობა იესოს სახელით და ის მოგიტევებს შენ. ნუ დაამყარებ იმედს იმაზე, რაც წარმავალია. არამედ გქონდე იმედი ღვთისა და ის დაიდებს ბინას შენს გულში და გაქრება სიკვდილი შიში და სიმშვიდე დაისადგურებს შენში.