Დილემა

Დილემა

概要: This is a sophisticated message directed toward student level -- What is wrong with the world? etc. Intended for use on the "ditto" record -- English on one side: same message in vernacular on the other. Intended to interest those who want to improve their English knowledge and pronunciation.

文本编号: 241

语言: Georgian

主题: Christ (Jesus, Our Substitute); Living as a Christian (Victory, Christian values); Character of God (Nature, character of God, Power of God / Jesus); Problems (Problems, troubles, worries)

听众: General

目的: Evangelism

Features: Monolog; Bible Stories; Extensive Scripture

状态: Approved

脚本是翻译和录制成其他语言的基本指南,它们需要根据实际需要而进行调整以适合不同的文化和语言。某些使用术语和概念可能需要有更多的解释,甚至要完全更换或省略。

文本正文

ხშირად გასჩენია ადამიანს კითხვა:რა სჭირს სამყაროს? რატომ იტანჯება ის გამუდმებით? ტკივილს, დარდს, შიმშილს, ომს მოუცვია ეს წუთისოფელი. ადამიანები ისე ჩაძირულან საკუთარ პრობლემებში რომ სხვის დასახმარებლად არარ სცალიათ.
ზოგი თავის იმედს მთავრობაზე ამყარებს. ფიქრობს რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ყველა პრობლემის გადაჭრა, ყველა პრობლემის მოგვარება. მაგრამ ეს ასე არაა. ხშირად აღმოჩენილან ისინი გამოუვალ სიტუაციაში. თუმცა შეუქმნიათ კანონიც, რომელსაც აღმოუფხვრია ბევრი უსამართლობა. მაგრამ კანონი უძლურია ადამიანის ბუნების წინაშე.
ზოგი ადამიანის ხსნას განათლებაზე ამყარებს. ფიქრობს განათლება გადაარჩენს ადამიანს. ბევრი ადამიანი გვინახავს განათლებული. წესით მათ სხვების კეთილდღეობაზე უნდა ეფიქრათ. კეთილი, მზრუნველი, ერთგული, პატიოსანი ადამიანები უნდა გამხდარიყვნენ თავისი განათლების წყალობით.მაგრან ეს ასე არ მოხდა. განათლება უძლური აღმოჩნდა ადამიანის გაკეთილშობილების საქმეში.
ზოგი ამ პრობლემას უთანასწორობას აბრალებს. რადგან ზოგს ბევრი აქვს, ზოგი კი გაჭირვების ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მაგრამ ასე რომ იყოს მდიდარი ადამიანები არ მიეცემოდნენ სასოწარკვეთილებას და თავს არ მოიკლავდნენ. ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ ფულსა და სიმდიდრეში არაა ბედნიერება.
რა სჭირს მსოფლიოს? პასუხის საპოვნელად, ჩვენ არც პოლიტიკოსები გვჭირდება, არც განათლება არც ფული. ბიბლია არის ერთადერთი გზა და პასუხი. ბიბლია გვასწავლის რომ ღმერთმა.
შექმნა ადამიანი და დაუმორჩილა მას ყოველი მის მიერ შექმნილი. მაგრამ ადამიანს არ უნდა დავიწყებოდა ერთი რამ, რომ ღმერთი იყო ამ სამყაროს შემქმნელი. ადამიანი უნდა დამორჩილებოდა მას და დაეცვა მისი მცნებები. მაგრამ მან უარი განაცხადა ამაზე. არ დაემორჩილა, რამაც დაასრულა ადამიანისა და ღმერთის მეგობრობა. ადამიანი იქცა ცოდვილად. გაჩნდა უფსკრული ადამიანსა და ღმერთს შორის. მაგრამ ბიბლია პრობლემის გაჩენის თანავე გვთავაზობს მისი მოგვარების გზას.
ბიბლია გვეუბნევა, რომ ღმერთი სიყვარულია. მაგრამ ასევე ამბობს რომ ის წმინდაა. და მას არ შეუძლია თვალი დახუჭოს უწმინდურებაზე. ამიტომ გამოგზავნა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს არამედ ქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
იესო მოგვევლინა ფიზიკური სხეულით მაგრამ ის იყო უცოდველი. მან იტვირთა ჩვენი ცოდვები და უკეთურებები. ჯვარს ეცვა, მოკვდა და მესამე დღეს აღდგა და მალევე ამაღლდა ზეცად.
იესო არის ხიდი და შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის. მან შეარიგა ადამიანი ღმერთთან. რადგან წერია: „მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით. „ შესაბამისად ვინც თავს ცოდვილად თვლის შეუძლია მოუხმოს ღმერთს სთხოვოს ცოდვების შენდობა და მისი ცხოვრების წინამძღოლად აღიაროს იგი.რის შედეგადაც ის ღვთის შვილობას მიიღებს. ღმერთი შევა მის გულში და დაიდებს ბინას. და ის მიიღებს ღვთიურ ბუნებას, სიყვარულს სიძულვილის ნაცვლად, სიწმინდეს უწმინდურობის ნაცვლად, სიმშვიდეს შფოთისა და ომის ნაცვლად.
შენ შეგიძლია გახდე ღმერთის შვილი, თუ ეტყვი მას, რომ ის გჭირდება. თუ აღიარებ შენს ცოდვებს და მოუხმობ მას შენს პირად მხსნელად.
ღმერთის აღთქმები და დაპირებები თითოეულ ჩვენთაგანზე ჩაწერილია ბიბლიაში. ბიბლიაში წერია „ყოველი, ვინც მიიღებს იესო ქრისტეს თავის პირად მხსნელად, მიიღებს ხელმწიფებას ღვთის შვილებად წოდებისა“. და მას არასდროს გაუცრუვდება იმედი. იესო ამბობს : ვინც მომეახლება, მას არასდროს დავკარგავ.

相关信息

人生箴言 - GRN提供几千种语言的福音音频信息,包含圣经信息,救赎和基督徒生活。

免费下载 - 免费下载传福音及发展教会所用的录音、图片、文本和其他相关资料。内容包括福音与圣经故事,并已被翻译成上千种语言。

环球录音网音频图书馆 - Mp3,CD和磁带格式的福音材料和圣经教学材料,满足人们不同文化的需求。录音材料的形式多样,包括简单的圣经故事,福音信息,经文朗诵和歌曲。

Choosing the audio or video format to download - What audio and video file formats are available from GRN, and which one is best to use?

Copyright and Licensing - GRN shares its audio, video and written scripts under Creative Commons