Განახლებული Სიცოცხლე
План-конспект: Story of Jairus' daughter being raised to life. Christ's power not only to give life, but to give eternal life.
Номер текста: 247
Язык: Georgian
Тема: Eternal life (Eternal / everlasting life); Character of God (Power of God / Jesus); Life event (Death); Sin and Satan (Deliverance)
Aудитория: General
Цель: Evangelism
Features: Monolog; Bible Stories; Extensive Scripture
статус: Approved
Сценарии - это основные инструкции по переводу и записи на другие языки. Их следует при необходимости адаптировать, чтобы сделать понятными и актуальными для каждой культуры и языка. Некоторые используемые термины и концепции могут нуждаться в дополнительном пояснении или даже полностью замещаться или опускаться.
Текст программы
ერთ სოფელში ცხოვრობდა კაცი, მმართველი იყო ის და ერქვა მას სახელად იარუსი. მას თორმეტი წლის ქალიშვილი ყავდა, რომელიც ძალიან უყვარდა. ერთ დღეს მისი ქალიშვილი ავად გახდა. მას არ შეეძლო სიარული, ჭამა და იწვა მთელი დღეები საწოლში.
გოგონას მშობლები დარდობდნენ შვილზე, რადგან ყოველდღე უარესდებოდა მისი მდგომარეობა. მათ ეშინოდათ არ მომკვდარიყო მათი გოგონა. მაგრამ რისი გაკეთება შეეძლოთ მათ?
ერთ დღეს გაიგო იარუსმა რომ იესოს მათი სოფლის ახლოს უნდა ჩაევლო. მან იცოდა რომ იესოს ბევრ ხალხს კურნავდა წამლის გარეშე. უთხრა ცოლს წავალ ვნახავ და შევევედრები ჩვენი შვილის განკურნებას. მართლაც წავიდა, იპოვა იესო, მუხლებში ჩაუვარდა და უთხრა. უფალო ჩემი შვილი კვდება. გთხოვ წამომყვე სახლში და განკურნო ის.
გაჰყვნენ იარუსს იესო და მისი მოწაფეები. გზაში იერუსს მისი მსახური შეეგება და უთხრა, ნუღა შეაწუხებ უფალს, შენი გოგო გარდაიცვალა. რაზეც იესომ მიუგო: ნუ შეშინდები, მხოლოდ ირწმუნე და ის იცოცხლებს.
სახლში რომ შევიდნენ ბევრი ადამიანი დახვდათ სახლში მგლოვიარე. უთხრა იესომ ნუ სტირით რადგან გოგონა არ მომკვდარა, მას მხოლოდ სძინავს. ხალხმა კი გაიცინა რადგან იცოდა რომ მკვდარი იყო გოგონა.
გაისტუმრა იესომ ხალხი ოთახიდან, მგლოვიარენი და შევიდა ოთახში სადაც გოგონა იყო. შეიყოლა სამი მოწაფე დ გოგონას დედმამა. გოგონას სახე გადათეთრებოდა და სიცოცხლის არანაირი ნიშან წყალი არ დასთამაშებდა. მშობლები დასტიროდნენ. მაგრამ იესომ მოჰკიდა ხელი და უთხრა: გოგონა ადექი. და გოგონა წამოდგა.
შვილო, წამოიძახეს მშობლებმა და გადაეხვივნენ მას. იესომ უთხრა მათ რომ საზრდო მიეცათ მისთვის. სანამ დედა საჭმელს მოამზადებდა მამამ გადაუხადა იესოს მადლობა მოხდენილი სასწაულის გამო.
იესო ამბობს, რომ ყოველი ცოდვის საზღაური სიკვდილია, ასევე დაწერილია, რომლ ყველა ჩვენგანმა ვცოდეთ. შესაბამისად ყველა უნდა მოკვდეს ჩადენილი ცოდვის გამო. ძველი აღთქმის თანახმად აქ საუბარია ფიზიკურ სიკვდილზე. ახალი აღთქმის თანახმად სულიერ სიკვდილზე. სწორედ იესოს ამ ქვეყნად მოვლინება მისი ჯვარცმა სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა ჩვენ სულიერ ხსნას განაპირობებს. ჩვენ ვიქცევით ახალ ქმნილებად. იესომ ახალი სიცოცხლე მისცა გოგონას.მის მსგავსად ჩვენც გვაძლევს ახალ სიცოცხლეს. ის იგივეა დღესაც.
იესო მოკვდა რათა ჩვენ გვეცოცხლა. იესო ქრისტე არის მხსნელი. სამი დღის შემდეგ იგი აღადგინა ღმერთმა მკვდრეთით, მას ახალი სიცოცხლე უბოძა. ახლა იესო ზეცაშია მამის გვერდით ზის.
გინდა დაიმკვიდრო მარადიული ცხოვრება? იესო იძლევა ჭეშმარიტ სიცოცხლეს. სთხოვე ღმერთს გახდეს შენი მხსნელი. გაწმინდოს შენი გული უკეთურებისგან, აღიარე ცოდვები რომ შეგინდოს, და არ გაქცევს შენ ზურგს , ის გიხსნის.