Სიცოცხლე Იესოსთვის
रूपरेखा: Jesus can help us to do right. Read and obey the Bible, pray, ask for forgiveness if we disobey. Trust Jesus in all things.
लिपि नम्बर: 362
भाषा: Georgian
विषयवस्तु: Character of God (Holy Spirit, Word of God (the Bible), Power of God / Jesus); Living as a Christian (Prayer, petition, Spiritual Growth, Forgiveness, Faith, trust, believe in Jesus); Sin and Satan (Cleanse, purify)
दर्शक: New Christian
उद्देश्य: Teaching
Features: Monolog; Bible Stories; Minimal Scripture
स्थिति: Approved
लिपिहरू अन्य भाषाहरूमा अनुवाद र रेकर्डिङका लागि आधारभूत दिशानिर्देशहरू हुन्। तिनीहरूलाई प्रत्येक फरक संस्कृति र भाषाको लागि बुझ्न योग्य र सान्दर्भिक बनाउन आवश्यक रूपमा अनुकूलित हुनुपर्छ। प्रयोग गरिएका केही सर्तहरू र अवधारणाहरूलाई थप व्याख्याको आवश्यकता हुन सक्छ वा पूर्ण रूपमा प्रतिस्थापन वा मेटाउन पनि सकिन्छ।
लिपि पाठ
ძვირფასო მეგობრებო, ნება მიბოძეთ დაგისვათ ერთ კითხვა. ხართ ქრისტიანები?შეიძლება მიპასუხოთ რომ ხართ. მაგრამ ჩაიხედეთ თქვენს გულებში. მთელი გულით გწამთ თუ უბრალოდ გჯერათ თქვენი გონებით? გავიაზროთ რომელ გზას ვადგავართ. რამდენად ვენდობით ღმერთს.
როდესაც ადამიანი გულის კარებს უღებს იესოს როგორც მის პირად მხსნელს ბევრი კარგი რამ ხდება მის ცხოვრებაში. მისი ყველა ცოდვა მიტევებულ ხდება. სულიწმინდა ივანებს მასზე და ეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. ის ხდება ღვთის შვილის და უფალი ხდება მისი მამა და ზრუნავს მასზე.
ჩვენ ყოველთვის უნდა ვენდობოდეთ ღმერთს, მაშინაც კი თუ დიდ პრობლემებში ვართ.მადლს უნდა ვწირავდეთ მას მისი მზრუნველობისათვის და ყოველივესთვის რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, რადგან მან უკეთ იცის რაა ჩვენთვის უკეთესი. მძიმე წუთები გვასწავლიან მოთმინებას და გვაძლიერებენ.
უფალი ყოვლადძლიერია, მან აღადგინა მაცხოვარი იესო ქრისტე მკვდრეთით და მას ძალუძს იგივე ძალით ჩვენ ცხოვრებაშიც მოახდინოს სასწაულები. ის მოგვცემს ძალას სწორ და ვიწრო გზაზე სასიარულოდ, სწორი არჩევანის გასაკეთებლად. მაშინაც კი როცა ბოროტი შეეცდება გზიდან აგვაცდინოს უფალი დაგვეხმარება. ჩვენი ქრისტიანობა და ღვთს შვილობა საქმით და ჩვენი ცხოვრების წესით უნდა დავამტკიცოთ. ღმერთმა ჯერ კიდევ ცოდვილნი შეგვიყვარა და იესო მოგვივლინა სახსნელად, რაც იმას გვასწავლის რომ ჩვენც უნდა შევიყვაროთ ისინი ვინც კეთილად არაა ჩვენდამი განწყობილი. ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი და სურს რომ ვემსგავსოდ მას. ის გვასწავლის“შეიყვარე მტერი შენი და სიკეთე უყავი შენს მაწყევარს“. როდესაც მტერს საქმით დაუმტკიცებ შენს ღვთის შვილობას მასაც გაუჩნდება სურვილი შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღვთისადმი მორჩლება. მისი სიტყვის ცოდნა. ჩვენ უნდა ვიკითხოთ ღვთს სიტყვა ყოველდღიურად და ვიფიქროთ ღმერთზე და ვილოცოთ. მას სურს რომ ვიზრდებოდეთ ღმერთში, და არ ვიყოთ მუდამ ჩვილები რათა გაზრდილებმა შევძლოთ სხვების დახმარება.
ძალიან ბევრი საკითხია რაზეც გვჭირდება ლოცვა. არის სამადლობელი ლოცვები და სავედრებელი. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დაღვრილი სისხლისთვის, გამოსყიდვისთვის, დახსნისთვის, ყოველი გათენებული დღისთვის. უნდა შევთხოვოთ დაცვა ბოროტისგან, ძალა განსაცდელის ჟამს, სიბრძნე გადაწყვეტილების გაკეთებისას.
როცა ჩაიდენ ცოდვას, უნდა წუხდე ამაზე, მოინანიო, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდე. სწრაფად სთხოვე ღმერთს შენდობა,და სთხოვე გულის გასუფთავება. და სთხოვე დაცვა ბოროტისაგან და გაძლიერება განსაცდელის ჟამს.
შენ უნდა მადლობდე უფალს არა მარტო კარგი ამბების გამო არამედ განსაცდელის ჟამსაც კი. ჩვენ უნდა ვილოცოთ მათთვისაც ვინც არ მოქცეულა ღვთისკენ, შევთხოვოთ ღმერთს მათი სწორ გზაზე დადგომა. ის უპასუხებს ყველა ჩვენს ლოცვას თავისი ნებისამებრ.
უფალს სიკეთე უნდა ჩვენთვის და კეთილი განზრახვა ამოძრავებს ჩვენს მიმართ. თუკი მივენდობით მას ჩვენი გული სიხარულით აღივსება და გაგვიძლიერდება მისი რწმენა.