Კარგი Ამბავი

Კარგი Ამბავი

Garis besar: Short Bible stories from Genesis through the ascension. How to become a follower of Jesus. 40 sections. It has a picture book to go along with the recording.

Nombor Skrip: 395

Bahasa: Georgian

Tema: Sin and Satan (Temptation, Deliverance, Light/Darkness, Sin, disobedience, Satan (the devil)); Christ (Jesus, Our Substitute, Resurrection of Jesus, Son of God, Saviour of Sinful Men, Birth of Christ, Ascension, Sacrifice / Atonement, Death of Christ, Life of Christ); Eternal life (Salvation, Eternal / everlasting life, Broad & Narrow Ways); Character of God (Love of God, Holy Spirit, Grace and Mercy, Nature, character of God, Word of God (the Bible), Power of God / Jesus); Living as a Christian (Fruit of the Spirit, Prayer, petition, New Nature, Worship, Witnessing, Church, Christianity, Second Birth, Obedience, No other gods, idols, Peace with God, Leaving old way, begin new way, Forgiveness, Faith, trust, believe in Jesus, Peace (between men), Children of God, Family, relationships, Spiritual Life, Christian values); Life event (Death); Bible timeline (Creation, Law of God, End Time, Second Coming, Gospel, Good News, People of God); Problems (Materialism, Evil Spirits, demons, Fear, Problems, troubles, worries)

Penonton: General

Gaya: Monolog

Genre: Bible Stories & Teac

Tujuan: Evangelism

Petikan Alkitab: Extensive

Status: Translation

Teks Skrip

Შესავალი

Შესავალი

მოგესალმებით. რასაც ახლა მოისმენთ არის იმ ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავთაგანი,რაც კი ოდესმე მოგისმენიათ. ეს არის კარგი ამბავი. კეთილი უწყება ყველასთვის.

Თავდაპირველად

Თავდაპირველად

თავდაპირველად იყო ღმერთი. ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. დასაწყისში მიწა უსახო და უდაბური იყო. ბრძანა ღმერთმა, რომ ნათელი გამობრწყინებულიყო და გაჩნდა ნათელი. მან შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ღმერთმა შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია. ის არის ამ სამყაროს მმართველი. ღმერთი არის კარგი.

ბიბლია არის ღვთის სიტყვა და ის მოგვითხრობს ღმერთის შესახებ და გვამცნობს მის გზებს. ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი. რაზეც ახლა ვისაუბრებ ჩაწერილია ბიბლიაში.

Ღმერთმა Შექმნა Ყველაფერი

Ღმერთმა Შექმნა Ყველაფერი

თქვა ღმერთმა: დაე იქმნას და იქმნა მისი სიტყვისამებრ. ღმერთმა შექმნა ცა, ზღვა, ხმელეთი. მისი სიტყვისამებრ შეიქმნა სამყარო, ფორმა მიეცა მიწას. შემდეგ მან შექმნა ყოველი ცოცხალი არსება: წყალში თევზები, ცაში ფრინველები და მიწაზე ცხოველები. ამგვარად შექმნა ღმერთმა სამყარო. დაინახა ღმერთმა, რომ ყოველივე რაც შექმნა კარგი იყო. ძალიან კარგი.

Ადამი Და Ევა

Ადამი Და Ევა

პირველი დედაკაცი და მამაკაციც ღმერთმა შექმნა. და უწოდა მათ სახელები: ადამი და ევა. ღმერთმა დაუმორჩილა ადამიანს ყოველივე მის მიერ შექმნილი. მან განსაკუთრებული ბაღი გააშენა პირველი ადამიანებისთვის საცხოვრებლად. მიმოდიოდა ღმერთი ბაღში მათთან ერთად და საუბრობდა. ისინი ღვთის მეგობრები იყვნენ. ღმერთმა ნება დართო ყველა ხის ნაყოფი ეგემათ ბაღში გარდა ერთი ხისა.

ერთ დღეს, კაცობრიობის მტერი, რომელიც სატანად იწოდება მივიდა პირველ ადამიანებთან ედემის ბაღში. მან დაარწმუნა ადამი და ევა ღვთისადმი ურჩობაში. არ დამორჩილებოდნენ გამჩენს. ადამმა და ევამ იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი. მათ ჩაიდინეს ცოდვა, რამაც განაპირობა მათი და ღმერთის მეგობრობის დანგრევა. ღმერთმა განდევნა ადამი და ევა ედემის ბაღიდან. მას შემდეგ ყველა ადამიანი ცოდვილად იქცა. რამაც მათი ღმერთს განცალკევება განაპირობა. ცოდვამ შემოიტანა სამყაროში ტკივილი, ავადმყოფობა და სიკვდილი.

ადამ და ევას შეეძინათ ორი ვაჟი. მათი სახელები იყო კაენი და აბელი.აბელი ღმერთს აამებდა, კაენი კი არა. გაბოროტებულმა კაენმა ერთ დღეს თავის ძმაზე აღმართა ხელი და მოკლა. ღმერთმა დასაჯა ამ ცოდვის გამო კაენი. ღმერთი ბრაზდება, როდესაც ადამიანი სცოდავს. უფალს სურს რომ იმეგობროს ადამიანთან, მაგრამ ცოდვა აშორებს ადამიანს ღმერთისგან.

Წარღვნა

Წარღვნა

გამოხდა ხანი, გამრავლდნენ ადამისა და ევას შთამომავლები დედამიწაზე. პირველი ადამიანის მსგავსად ისინიც სცოდავდნენ და ეურჩებოდნენ ღმერთს. იმდენად მომძლავრდა ადამიანთა უკეთურება ღვთის წინაშე, რომ ღმერთმა გადაწყვიტა კაცობრიობის განადგურება წარღვნით. იმ პერიოდში მხოლოდ ერთი კაცი მოიძებნებოდა დედამიწაზე, ვინც ღმერთს მორჩილებდა და ჰყვარობდა. მისი სახელი იყო ნოე. უთხრა უფალმა ნოეს:ააშენე კიდობანი, დიდი გემი, რომლითაც გადარჩები წარღვნის დროს. დიდხანს აშენებდა ნოე კიდობანს. კიდობნის შენების განმავლობაში აფრთხილებდა ნოე ხალხს მოახლოებული სასჯელისა და წარღვნის შესახებ. არ უსმინეს ნოეს, არ ერწმუნენ მის სიტყვებს და არ უკუაგდეს თავისი ბოროტი საქმენი.

კიდობანში შევიდა სულ რვა ადამიანი და ცხოველები. ნოე, მისი ცოლი, სამი ვაჟი და მათ ცოლები. ასევე ყველა სახის ცხოველი. ყველა მათგანის კიდობანში შესვლის შემდეგ ჩარაზა ღმერთმა კიდობნის კარი. შვიდი დღის შემდეგ მოვიდა წვიმა ქვეყანაზე. ორმოცი დღე აწვიმდა ქვეყანას და ადიდდა წყალი დედამიწაზე. გარეთ მყოფთათვის გადარჩენა შეუძლებელი იყო და დაგვიანებული. ისინი დაიღუპნენ წყალში. ნოეს ოჯახი კი გადარჩა, რადგან ერწმუნენ ღმერთს და დაემორჩილნენ.

წარღვნის შემდეგ გამრავლდა ნოეს შთამომავლობა დედამიწაზე. ერთ ერთი ნოეს შთამომავალთაგანი იყო აბრაჰამი, რომელსაც უყვარდა ღმერთი და მორჩილებდა მას. ღმერთმა აღუთქვა აბრაჰამს, რომ მისი შთამომავლები იქცეოდნენ დიდ ერად. აბრაჰამს და სარას არ ყავდათ შვილი, მაგრამ მუხედავად ამისა სჯეროდათ ღვთის აღთქმისა. აბრაჰამს სხვა ქალებისგან ყავდა შვილებიც, ერთ ერთი მათგანი იყო ისმაელი. არაბი ხალხის მამამთავარი. როდესაც მოხუცდნენ აბრაჰამი და სარა მათ ეყოლათ სიბერის შვილი ღმერთის აღთქმული და დაარქვეს მას სახელად ისააკი. უთხრა უფალმა აბრაჰამს, რომ ისააკში აკურთხებდა ყველა მის მოდგმას.

Მოსე

Მოსე

ისააკის შთამომავლები იქცნენ დიდ ხალხად, ერად. ისააკის შთამომავალი იყო მოსე. წინაპრების მსგავსად მოსესაც უყვარდა ღმერთი და ემორჩილებოდა მას. მოუხმო უფალმა ღმერთმა მოსეს მთაზე და ესაუბრა. მთიდან დაბრუნებულმა მოსემ ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უბოძა კანონები და წესები. ფიქალები, სადაც ათი მცნება ეწერა. ღმერთს სურდა რომ მის შვილებს დაეცვათ ეს კანონები.

ღვთის მიერ ბოძებული კანონები ძალიან კარგია. მისი დამცველი მიიღებს კურთხევას ღვთისგან. აი ის კანონები. გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი, თაყვანი ეცი მას და დაემორჩილე. არ გაიკეთო კერპები და არ სცე თაყვანი მათ. არ მოიხსენო უფლის შენი ღვთის სახელი ფუჭად. ექვს დღეს იმუშავე და აკეთე შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის შენი ღვთისაა, დაისვენე და თაყვანი ეცი ღმერთს. პატივი ეცი დედასა და მამასა შენსას. არა კაც კლა. არა იმრუშო. არა იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმე და არ მოიტყუო. არ ისურვო სხვისი არაფერი.

მოსეს პერიოდში, როდესაც ადამიანი შესცოდავდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი უნდა შეეწირა ღვთისადმი. მაგალითად: ბატკანი მოკვდებოდა შემცოდავის ნაცვლად, რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილი იყო. განტევების ვაცი არის სიმბოლო ცოდვის მიტევებისა. ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე კაცობრიობის ცოდვისგან გამოსასყიდად, ის გახდა კრავი დაკლული და შეწირული ადამიანთა ცოდვების მისატევებლად.

Მრავალი Წლის Შემდეგ

Მრავალი Წლის Შემდეგ

გამოეცხადა უფლის ანგელოზი ქალწულ მარიამს ერთ დღეს იმის საუწყებლად, რომ გაყვებოდა იოსებს ცოლად და შობდა ძეს. უთხრა: მადლი ჰპოვე ღვთის თვალში, დაორსულდები და შობ ძეს და დაარქმევ სახელად იესოს. უთხრა მარიამმა: ეს როგორ მოხდება, როცა ქალწული ვარ და კაცი არ გამკარებია. მიუგო ანგელოზმა: სული წმინდა გადმოვა შენზე, დაორსულდები და შობ ღვთის ძეს. ასევე გამოეცხადა უფლის ანგელოზი იოსებს და უთხრა; ნუ გეშინია იოსებ, მოიყვანე მარიამი ცოლად, ის ვინც მასშია სულიწმინდისგან არის . ის შობს ძეს და დაარქმევთ სახელად იესოს. იესო ნიშნავს მხსნელს. მოიყვანა იოსებმა ცოლად მარიამი და არ გაქკარებია მას, სანამ არ შვა ძე.

Იესოს Შობა

Იესოს Შობა

იმ დღეებში გამოიცა მეფის ბრძანება. დაიწყო აღწერა. მარიამი და იოსებიც გაემზგავრნენ ბეთლემს აღწერის გასავლელად. მარიამს მშობიარობა დაეწყო და ბაგაში დაიბადა იესო. იმ ღამეს ანგელოზთა გუნდი გამოეცხადა მწყემსებს და ახარა: გიხაროდეთ. აი გახარებთ კარგ ამბავს მხსნელი მოევლინა ქვეყნიერებას, ის არის ქრისტე. აქებდნენ ანგელოზები ღმერთს და უგალობდნენ. უთხრეს მწყემსებმა ერთმანეთს: მოდი მივიდეთ ბეთლემში და ვნახოთ რა მოხდა იქ. როდესაც იხილეს მწყემსებმა ყრმა, უთხრეს მასზე მოსმენილი და ყველა გააოცა ამ ამბავმა.

იესო იზრდებოდა მარიამთან და იოსებთან. როდესაც თორმეტი წლის გახდა მშობლებმა ის იერუსალიმში აიყვანეს. ის საუბრობდა ღმერთზე და ასწავლიდა ხალხს. იქ მყოფები გააოცა თავისი ცოდნით და სიბრძნით. ოცდაათი წლის რომ შესრულდა, მიმოდიოდა ქალაქებში და ქადაგებდა ღვთის შესახებ. ზოგი ერწმუნა მას და გახდა მისი მოწაფე. ზოგი კი გადაემტერა მას.

Იესოს Ცხოვრება

Იესოს Ცხოვრება

იესოს ქონდა ღვთისგან ბოძებული დიდი ძალა. ახდენდა სასწაულებს. კურნავდა ხალხს. ბრმას თვალს უხელდა. მკვდარს აცოცხლებდა. წყალზე მიმოდიოდა. ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს სასწაულები ირწმუნა მისი. იესოს დღესაც შეუძლია ჩვენი დახმარება.

იესო ახდენდა სასწაულებს. ბევრი მიმდევარი ყავდა მას. ის ასწავლიდა ხალხს ღვთის გზებს. მისი მისია იყო ხალხის ღმერთისკენ შემობრუნება. რელიგიური ლიდერები გაბოროტდნენ, უარყოფდნენ იესოს ღვთიურ წარმომავლობას. მათ ბრალი დასდეს იესო ტყუილად, რის გამოც ჯარისკაცებმა შეიპყრეს მაცხოვარი, გაშოლტეს, დაადგეს ეკლის გვირგვინი და ჯვარს აცვეს. იესოს შეეძლო თავისი მტრების განადგურება და თავიდან აცილება ამ ტანჯვის. მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რადგან იცოდა, რომ ასეთი იყო ღმერთის გეგმა.

ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს იესო ხის ჯვარზე და ეკიდა მასზე სანამ არ აღესრულა.იმ პერიოდში ჯვარი სასტიკ საწამებელ იარაღად ითვლებოდა. იესოს გვერდით ორი ავაზაკიც იყო ჯვარცმული. იესო არ იყო დამნაშავე, კრიმინალი, ის არ იმსახურებდა ამ სასჯელს. ის ჩვენი ცოდვების გამო იყო ჯვარცმული.რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია. ის მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის. თუ კი ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს ღმერთი მოგვიტევებს ჩვენ. იწამეთ უფლის იესო ქრისტესი და გადარჩებით.

Ის Აღდგა

Ის Აღდგა

ღვთის მტერს ეგონა რომ დაამარცხა და გაანადგურა ღმერთი. მაგრამ შეცდა. სიკვდილის შემდეგ მაცხოვრის ცხედარი აკლდამაში დაასვენეს. გამოქვაბულს დიდი ლოდი მიაგორეს. ორმა დღემ განვლო. მესამე დღეს კი აღდგა მკვდრეთით. გამთენიისას ქალები წავიდნენ მაცხოვრის საფლავის მოსანახულებლად.მაგრამ მათ ლოდი გადაგორებული დახვდათ. ცხედარი აღარ იყო იქ. ორი ანგელოზი გამოეცხადათ მათ და უთხრა: ის აქ არ არის. ის მკვდრეთით აღდგა. დიახ იესო აღდგა მკვდრეთით. იესო ცოცხალია დღეს და მან დაამარცხა სიკვდილი და სატანა სამუდამოდ.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ეჩვენა მოწაფეებს. ის ესაუბრა მათ და პური გატეხა მათთან ერთად. ერთი იესოს მოციქულთაგანი, სახელად თომა, ვერ იჯერებდა იესოს აღდგომას. მან თქვა: სანამ არ ვიხილავ მის ნალურსმევ ხელებს და მის ჭრილობებში თითს არ ჩავყოფ, მანამ ვერ ვირწმუნებ მის მკვდრეთით აგდგომასო. ერთი კვირის შემდეგ იესო კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომაც მათ შორის იყო. თომა დაეცა მაცხოვრის ფერხთით, თაყვანი სცა და თქვა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. რაზეც იესომ მიუგო: შენ მიწამე, რადგან მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახივარ და ვწამვარ.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ეჩვენა კიდევ ბევრ ადამიანს. მათ იხილეს იგი და გაიგეს რომ ის ცოცხალია. ორმოცი დღის შემდეგ მოვიდა ჟამი მაცხოვრის ზეცად ამაღლების. რადგან მან აღასრულა ის საქმე რისთვისაც იყო აქ მოვლენილი. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: წადით და უქადაგეთ ყველას, ასწავლეთ მათ მცნებათა დაცვა, რომელიც მე გიანდერძეთ. ამის თქმისას იესო ამაღლდა ზეცად და მოწაფეებმა იხილეს იგი ღრუბლებში გაუჩინარებული. შემდეგ გამოჩნდა ორი ანგელოზი, რომელთაც აუწყეს იესოს მოწაფეებს, რომ მაცხოვარი ერთ დღეს კვლავ დაბრუნდებოდა მათთან ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეს. იესო ახლა ზეცაშია და ამზადებს ადგილს მისი მიმდევრებისთვის. ვის სწამს მისი და ვინ გაჰყვება მაცხოვარ იესო ქრისტეს? ვინ იქნება მზად მასთან შესახვედრად?

რატომ მოკვდა ქრისტე ჯვარზე?იესო აღესრულა ჯვარზე, რათა ცოდვილები ეხსნა ცოდვის საზღაურისგან. იესო იყო უცოდველი. მას არასდროს შეუცოდავს. ჯვარი არის გახსენება იმისა, რომ იესომ აიღო ჩვენი ცოდვები საკუთარ თავზე, რათა ჩვენ დავეახლოვებინეთ ღმერთთან. მაცხოვარი იესო ქრისტე არის წმინდა, უცოდველი, კრავი ღვთისა. ჯვარცმული, მსხვარპლადშეწირული ჩვენი ცოდვებისთვის. როდესაც ჩვენ გვწამს იესოსი, და უკუვაგდებთ ცოდვებს ის მოგვიტევებს ჩვენ. იესო გვაძლევს საშუალებას გავხდეთ უფლის შვილები.

Ორი Გზა

Ორი Გზა

მაცხოვარი იესო ქრისტე მიგვითითებს საუკუნო სიცოცხლისკენ მიმავალიგზისკენ. ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას იწყებს ფართო, ცოდვიანი გზით, რადგან ის ადამის პირველ ცოდვის მემკვიდრეა. ვიწრო გზას კი მივყავართ ღმერთთან და საუკუნო სიცოცხლეში. უფალი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ვიწრო გზით. ჩვენ უნდა შეუდგეთ ამ გზას და ზურგი ვაქციოთ ჩვენ ცოდვებს, რადგან იესო აღესრულა ჯვარზე ჩვენი ცოდვების გამო, ჩვენდა გამოსახსნელად. მრავალს არ სურს ზურგი აქციოს ცოდვას, რადგან უფლის გზა ძალიან ვიწროა მათთვის. მათ ურჩევნიათ იარონ ფართო გზით, რომელსაც ისინი ჯოჯოხეთში მიჰყავს. და რომელ გზას გაჰყვები შენ?არ გინდა გაესაუბრო ღერთს ახლა?უთხარი მას: უფალო ღმერთო, დიდებულია შენი სახელი და წმინდა ხარ შენ, მე ვაღიარებ ჩემს ცოდვებს შენს წინაშე,მე მწამს რომ იესო მოკვდა ჯვარზე ჩემი ცოდვებისთვის, გთხოვ მაპატიე, შემინდე და გამწმინდე ჩემი ყოველი ცოდვისა და უკეთურებისგან და მიმიღე ერთერთ შენ შვილად. მე მსურს მივყვებოდე იესოს და სიკვდილის შემდეგ დავიმკვიდრო ზეცა და სამოთხე. გმადლობთ ღმერთო.

Ხელახლა Შობა

Ხელახლა Შობა

იესოს მოღვაწეობისას ამ დედამიწაზე იყო ერთი რელიგიური ლიდერი სახელად ნიკოდიმოსი. ერთ ღამეს ის ესტუმრა იესოს სასაუბროდ. იესომ უთხრა მას; თუ ზეციდან არ იშობი ვერ გახდები ღვთის შვილი. რადგან პირველი შობით ჩვენ ვხდებით ამწუთისოფლის , ჩვენი მშობლების შვილები. და ეს არის ჩვენი ფიზიკური შობა. ხოლო მეორედ შობა ეს არის სულიერი შობა. ამ სულიერი შობის მეშვეობით სული წმინდა გვაძლევს ჩვენ ახალ სიცოცხლეს. ეს არის სიცოცხლე, რომელსაც იესო გვაძლევს მის მიმდვერებს. ჩვენ გარდავიქცევით ახალ ადამიანად, ახალ ქმნილებად, ღვთის ერად.

სანამ იესო ამღლდებოდა ზეცად მან აღუთქვა თავის მოწაფეებს რომ მოუვლენდა სული წმინდას.ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ მისი მოწაფეები ყველა ერთად იყვნენ ერთ ოთახში. და იყო ხმაური მსგავსი ძლიერი ქარისა. გამოჩნდა ენები ცეცხლის სახით.გადმოვიდა სული წმინდა და აავსო თითოეული მათგანი იესოს დაპირებისამებრ. იმ დღეს იერუსალიმში ბევრი სხვადასხვა ერის წარმომადგენელთაგანი შეკრებილიყო. მოწაფეებს მიეცათ ხელმწიფება და უნარი ესაუბრათ ყველა მათ ენაზე. მოუყვნენ იმ საოცარი ამბების შესახებ, რაც ღმერთმა მოიმოქმედა იესო ქრისტეს მეშვეობით. იმ დღეს 3000 ადამიანი მოიქცა ღვთისკენ. დღესაც მოქმედებს სული წმინდა და ცხოვრობს მათში, ვინც იესოს მიმდევარია და ვისაც გულით სწამს იგი. სული წმინდა გვაძლევს ძალას მივყვეთ უფლის მცნებებს, დავიცვათ ისინი და მოუთხროთ სხვებს იესოს შესახებ.

სანამ ადამიანი მიიღებს იესოს თავის პირად მსხნელად, ის ბნელში დადის. ის ხშირად ეცემა, რადგან არ აქვს ნათელი, რომელიც წარუძღვება მას უკუნეთში. როდესაც ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტესი, ჩვენ ვემსგავსებით ნათელში მოსიარულე ადამიანს. ჩვენ ვხედავთ წინ სავალ გზას და არ დავეცემით. რადგან იესო ამბობს: მე ვარ ნათელი წუთისოფლისა თუ გამომყვებით არ ივლით სიბნელეში. ის გვიგზავნის სულიწმინდას, რომელიც გვიწინამძღვრებს ჩვენ სავალ გზაზე.

ყოველი ვინც გაჰყვება იესოს იქცევა ახალ ქმნილებად. ახალი ქმნილება იცავს უფლის სიტყვას, მადლიერია ცოდვის მონობისგან გამოსყიდვისთვის და ახალი სიცოცხლისთვის, რომელსაც მაცხოვარი იესო ქრისტე აძლევს მას. მას არ სურს ღვთის განაწყენება, ის იცავს ათ მცნებას, არ კლავს არ იპარავს არ სჩადის უწესობას.არ ეთაყვანება სხვა ღმერთებს. სულიწმინდა აძლიერებს ახალ ქმნილებას, ადამიანს და აძლევს ძალას განერიდოს ბოროტებას და აკეთოს კეთილი საქმეები.

თუ კი ოჯახიმორწმუნეა. ქმარს უყვარს თავისი ცოლი, ცოლი კი პატივს სცემს მას. ეს არის რასაც უფლის სიტყვა გვასწავლის.ცოლქმარი ეხმარება ერთმანეთს და ამხნევებს ძნელბედობის ჟამს. შვილებს უფლის მორჩილებასა და სიყვარულს ასწავლიან. მორწმუნე ოჯახი პატივს მიაგებს უფალს, ლოცულოობს და ჰარმონიულად ურთიერთობს ოჯახის წევრებთან.

Გიყვარდეს Მტერი Შენი

Გიყვარდეს Მტერი Შენი

უფალი ასწავლიდა თავის მოწაფეებს სხვების სიყვარულს. უფრო მეტიც გვეუბნევა, რომ შევიყვაროთ ჩვენი მტერი და გვიყვება ასეთ იგავს. ერთი კაცი მიდიოდა შორ გზაზე. დაესხნენ თავს ყაჩაღები გაძარცვეს და სცემეს. ჩამოიარა უცხოტომელმა მოჰბანა იარები , შეუხვია, მიიყვანა სასტუმროში და უპატრონა. იესო გვასწავლის მტრისა და მოყვასის სიყვარულს, გვავალებს გაჭირვებულ ადამიანზე ზრუნვას. თუნდაც ეს გაჭირვებული სხვა ერისა და რელიგიის წარმომადგენელი იყოს.

იესოს მიმდევრები არ უნდა ეთაყვანებოდნენ ბოროტ სულს. არ უნდა ეშინოდეთ მისი და არც უნდა ემსახურებოდენენ მას. უფალი ბოროტზე ძლევამოსილია. მორწმუნე უნდა განთავისუფლდეს ყველანაირი მარწუხებისგან, რაც მას ღმერთთან დააშორებს. უნდა განერიდოს ბოროტს. უფალი კი თავის შვილს დაეხმარება და დაიცავს, როდესაც მას მოუხმობენ საშველად.

იყო ერთ კაცი ბოროტი სულით შეპყრობილი. თოკებითა და ჯაჭვებითაც ვერ აკავებდნენ მას. რადგან მასში მყოფი ბოროტი სული ძლიერი იყო და წყევტდა მათ. უბრძანა იესომ არაწმინდა სულებს დაეტოვებინათ ეს კაცი და გამოსულიყვნენ მისგან და ისინიც დაემორჩილნენ. კაცი რომელიც განიკურნა არაწმინდა სულისგან, წავიდა და უამბობდა მეგობრებს და ხალხს თუ რა მოიმოქმედა მაცხოვარმა მისთვის.

Განსაცდელი

Განსაცდელი

სატანა ხშირად ცდილობს აცდუნოს ღვთის შვილები. ეშმაკს სურს ღვთის შვილებმა, იესოს მიმდევრებმა, შეწყვიტონ ღვთის მორჩილება და განუდგნენ ღვთის გზას. სატანა ცდილობს აცდუნოს ღვთის შვილები სასმელით, ნარკოტიკით, ამორალური საქციელით. სხვადასხვანაირი განსაცდელი მოუვლინოს, ულუკმაპუროდ დატოვოს, შეუწყვიტოს ფინანსები, რათა უფულობის და გაჭირვების გამო განუდგნენ ღმერთს უფლის შვილები. მას ჩვენი მოტყუება სურს. მას ჩვენი ღვთისგან ჩამოშორება სწადია. სთხოვეთ შეწევნა გამჩენს, დახმარება მაცხოვარ იესო ქრისტეს და ის შეგეხიდებათ,შეგეწევათ და მოგცემთ ძალას წინ აღუდგეთ ბოროტს. გწამდეთ უფალი იესო ქრისტესი და მიჰყევით მას.

რა ხდება მაშინ როცა მორწმუნე სცოდავს? აი რა უამბო იესომ ხალხს. ერთი ახალგაზრდა კაცი წავიდა სახლიდან. მიატოვა მამისეული ოჯახი და სჩადიოდა ცოდვებს. ერთობოდა ქალებში და გაფლანგა მამისეული ფული. ერთ დღესაც გაღარიბდა და დარჩა მშიერი. შეინანა თავისი ცოდვები ღვთისა და მამის წინაშე და დაბრუნდა სახლში. მამამ მიიღო თავისი უძღები შვილი. როდესაც ჩვენ ჩავიდენთ ცოდვას, უნდა მოვინანიოთ გულწფელად, ზურგი ვაქციოთ ცოდვას და მივეახლოთ უფალს. უფალი შეგვინდობს და სიხარულით მიგვიღებს. იესო ამბობს: ზეცა ხარობს როდესაც ერთი ცოდვილი უბრუნდება გამჩენს.

როგორ უნდა მოიქცნენ უფლის შვილები როდესაც ავად გახდებიან? პირველ რიგში უნდა ილოცონ. შესთხოვონ ღმერთს განკურნება. უფალს ძალუძს ადამიანის განკურნება თუ ნებავს. მას ვუყვარვართ და აკონტროლებს ყველაფერს ჩვენს გარშემო. უფალი ჩვენთანაა და გვაძლევს სიმშვიდეს და გვეხმარება ჩვენი უძლურების ჟამს.

Ნუ Შეუშინდები Სიკვდილს

Ნუ Შეუშინდები Სიკვდილს

ერთ დღეს ყველა გარდავიცვლებით. და რა გველის გარდაცვალების შემდეგ? ბიბლია გვასწავლის, რომ მორწმუნის გარდაცვალების შემთხვევაში, ადამიანის სული მიდის ღმერთთან ცაში. მართალია სიკვდილს ოჯახის წევრებისა და ახლობლების დამწუხრება მოჰყვება მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ეს არაა დასასრული. და არ უნდა შევუშინდეთ სიკვდილს. ღმერთმა შეგვიყვარა და გვიხსნა ცოდვის მონობისაგან და საუკუნო, მარადიული სიკვდილისაგან. ურწმუნოებს არ გააჩნიათ იმედი საუკუნო სიცოცხლისა. ბიბლია ამბობს რომ ისინი ვერ მოხვდებიან სამოთხეში და მიიღებენ სასჯელს ცოდვის წილ. როგორ გგონია სად მოხვდები შენ სიკვდილის შემდეგ?

ჩვენი სხეულის თითოეულ ნაწილს აქვს თავისი მისია. თვალები გვაქვს რათა დავინახოთ, ყურები რათა მოვისმინოთ, პირი სასაუბროდ და საზრდოს მისაღებად შექმნა გამჩენმა. ყველა ეს ნაწილი ჩვენი სხეულისა მოქმედებს ერთდროულად. თუ ერთი ორგანო გვტკივა და გვაწუხებს იტანჯება მთელი ჩვენი სხეული. იესო ამბობს, რომ მორწმუნეები ერთი სხეულის ნაწილები არიან, ამ სხეულს კი ეკლესია ეწოდება. იესო ქრისტე კი არის ამ სხეულის თავი. ღმერთი ყველაზე ზრუნავს,ყველა მათგანს თავისი მისია აქვს, ზოგს ქადაგების, ზოგს გალობის, ზოგს ლოცვის , ზოგს სხვებზე ზრუნვის. და თუ რომელიმე მათგანი არ ასრულებს თავის მოვალეობას მთელი სხეული ანუ ეკლესია იტანჯება, ყველა მორწმუნე უნდა ასრულებდეს თავის საქმეს, განადიდებდეს ღმერთს და ემსახურებოდეს სხვებს.

Ერთობა Და Თაყვანისცემა

Ერთობა Და Თაყვანისცემა

მორწმუნეები რეგულარულარ უნდა იკრიბებოდნენ ღვთის განსადიდებლად და თაყვანსაცემად. ყოველი შეკრებისას მორწმუნეები უნდა ლოცულობდნენ , გალობდნენ და სწავლობდნენ ბიბლიას. უნდა მოიტანონ შესაწირავი ღვთის წინაშე. გაიხსენონ მაცხოვრის სიკვდილი და აღდგომა. მათ უნდა ჩაატარონ ზიარება, გაიხსენონ უფლის დამტვრეული სხეული და დაღვრილი სისხლი. ეს არის წესი, რომელიც დაუწესა უფალმა თავის მოწაფეებს მისდა მოსაგონებლად, რომელსაც უნდა ვაკეთებდეთ მის მეორედ მოსვლამდე.

ერთ დღეს დაბრუნდება უფალი ზეციდან. მისი დაპირებისამებრ. ის მოულოდნელად გამოჩნდება, მაშინ როცა არავინ ელის მას. უფალში გარდაცვლილები აღდგებიან სამარხებიდან მის შესახვედრად. ცოცხლები კი მათ შეუერთდებიან. ყველა ერთად შეხვდება იესოს ჰაერში. და დაიმკვიდრებენ მარადიულ ცათა სასუფეველს. ურწმუნოებს კი მოელით სამსჯავრო ღვთისა. ჩვენ არ ვიცით როდის მოვა მაცხოვარი მაგრამ ჩვენ მარადჟამს მზადყოფნაში და მის მოლოდინში უნდა ვიყოთ. მზად ხარ უფალთან შესახვედრად თუ ის დღეს მოვა?

როდესაც უფალში ვცხოვრობთ , და მივყვებით მის გზას, სულიწმინდა მოქმედებს ჩვენში და გამოიღებს კეთილ ნაყოფებს. ბიბლია გვასწავლის, რომ სულის ნაყოფებია, სიყვარული, სიმშვიდე, სიხარული, სიკეთე, ერთგულება საკუთარი თავის კონტროლი. იესო ამბობს: მე ვარ ვაზი კეთილი, თქვენ კი ლერწმები ხართ, ტოტები. თუ კი დარჩებით ჩემში და მე თქვენში, მაშინ გამოიღებთ ბევრ ნაყოფს. გამხმარ ტოტს არ გამოაქვს ნაყოფი. ისმოიჭრება და დაიწვება. იესოს სურს, რომ მის მიმდევრებს ქონდეთ ბევრი ნაყოფი. ეს განადიდებს და პატივს მიაგებს სამყაროს შემომქმედს და ეხმარება ადამიანებს.

Აუწყეთ Სხვებს Ეს Კარგი

Აუწყეთ Სხვებს Ეს Კარგი

იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ და ეხარებინათ ღვთის სიტყვა. ვინც კი ირწმუნებდა მის სახელს თავს დააღწევდა ცოდვის მონობას და გარადჩებოდა სასჯელისა და მარადიული სიკვდილისაგან. თუ მორწმუნე ხარ უნდა დაეხმარო სხვებს ამ კარგი ამბის გაგებაში. უფლის სული გაგამხნევებს და მოგცემს ძალას უფლის სიტყვის გასავრცელებლად. უთხარი და გაუზიარე სხვებს, რაც შენ ისწავლე და გაიგე ღმერთის შესახებ. ასე ბევრს მიეცემა შესაძლებლობა გაიგონ იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის შესახებ.

Maklumat berkaitan

Free downloads - Here you can find all the main GRN message scripts in several languages, plus pictures and other related materials, available for download.

"Good News" audio-visual - This audio visual set has 40 pictures to present an overview of the Bible from Creation to Christ. It covers the salvation message and basic teaching on the Christian life. It is available in more than 1300 languages.

How to use GRN Audio visual resources - 1: Sharing the Gospel made easy - This article gives an introduction to some of the many different ways the GRN audio visual resources can be used in ministry.

How to use GRN Audio visual resources - 2: Going Deeper - This article gives further explanation of how people learn from the stories, and why the stories do not have a lot of commentary.

The GRN Audio Library - Evangelistic and basic Bible teaching material appropriate to the people's need and culture in a variety of styles and formats.

Choosing the audio or video format to download - What audio and video file formats are available from GRN, and which one is best to use?

Copyright and Licensing - GRN shares it's audio, video and written scripts under Creative Commons

Creating DVDs using the GRN Slide show Videos - How to burn DVDs for specific people groups you are trying to reach