Სიცოცლე, Რა Არის Სიცოცხლე?
Kontūras: Begins with the questions as to what life is and the purpose of life. Is there a life that is completely satisfying? Answer is in Jesus Christ. Satisfaction and purpose, peace and security is found in Him. Explains how to get it; the importance of it; definite choice needed. Wide gate, narrow gate. Believing, accepting--not doing--is how.
Scenarijaus numeris: 246
Kalba: Georgian
tema: Christ (Saviour of Sinful Men); Living as a Christian (Forgiveness); Eternal life (Salvation, Eternal / everlasting life); Life event (Death)
Publika: General
Tikslas: Evangelism
Features: Monolog; Bible Stories; Extensive Scripture
Būsena: Approved
Scenarijai yra pagrindinės vertimo ir įrašymo į kitas kalbas gairės. Prireikus jie turėtų būti pritaikyti, kad būtų suprantami ir tinkami kiekvienai kultūrai ir kalbai. Kai kuriuos vartojamus terminus ir sąvokas gali prireikti daugiau paaiškinti arba jie gali būti pakeisti arba visiškai praleisti.
Scenarijaus tekstas
ალბათ არა ერთხელ დაფიქრებულხარ სიცოცხლეზე, რა არის ის? სად იწყება და სად მთავრდება? ნუთუ მხოლოდ გულის ცემაა ის ჩვენს სხეულში? რისთვის მოვევლინეთ ამ წუთისოფელს? რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი?ნუთუ იმისთვის ვევლინებით ამ ცისქვეშეთს, რომ ვიგემოთ მისი სიმწარე და სიტკბოება და განვეშოროთ მას?რა არის მასში ისეთი, რასთან განშორებაც არ გვსურს? იმედი,რომელიც არასდროს დაგვაღალატებს? სიხარული, სისავსე თუ სრულყოფილება...?
იესო არის გზა, შეჭმარიტება და სიცოცხლე. თუ მას გაჰყვები შენი ცხოვრება შეიძენს მიზანს. შენ აღარ გალევ ფუჭად შენი სიცოცხლის დღეებს. შენ მას უყვარხარ. მას სურს რომ იზრუნოს შენზე და გაგრძნობინოს თავისი მამობრივი სიყვარული. მოგიშუშოს იარები და შენი გული აავსოს სიმშვიდითა და მოყვასის სიყვარულით. თუ კი შენ მას არ იცნობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან არაფერი არ იცის შენს შესახებ. ის სჭვრეტს ყოველ შენს ნაბიჯს და გელოდება, როდის მიეახლები მას. იესოს სურს რომ გაზიაროს საუკუნო სიცოცხლეს.
ამ სიცოცხლის მისაღებად მხოლოდ ერთი რამაა საჭირო, შენი ცხოვრების წესის შეცვლა, საკუთარი თავის უარყოფა და ღვთის ნების აღსრულება. მიენდე უფალს და გქონდეს მისი იმედი. მიუძღვენი შენი თავი იესოს.ალბათ გგონია რომ ეს ძნელია. არა, რადგან ამ მისიის შესრულებაში თავად ღმერთი დაგეხმარება. ის გიჩვენებს სწორ გზას. ბევრ ადამიანს არ სურს დაადგეს ამ გზას, რადგან ის ვიწროა. არ სურს დაკარგოს ის, რასაც წუთისოფელი სთავაზობს მას. თუმცაღა იესოს მიერ შემოთავაზებული სიცოცხლე, საუკუნო სიცოცხლეა და ბევრად აღემატება წუთისოფლის მიერ შემოთავაზებულ დროებით სატყუარებს.
ბიბლია, ღვთის სიტყვა ამბობს: ვიწრო გზით მოსიარულედაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. ფართე გზას კი დაღუპვისკენ მიყავს ადამიანი. მრავალია ფართე გზით მოსიარულე, ვიწრო გზით კი მცირედი დადის. ფართე გზა ძალიან ლამაზია, მარტივია მასზე სიარული. არც არაფრის მოკლებაა საჭირო, არც რამეზე უარის თქმა. ის მოგვიწოდებს დავტკბეთ ყველა იმ სიკეთით, რასაც წუთისოფელი გვთავაზობს. გადავეშვათ განცხრომაში. მაგრამ ღმერთს არ უნდა ბრბოს ვემსგავსოთ, გავყვეთ ბრმად სხვებს. ის გვთავაობს არჩევანს, ორ გზას, ვიწროს და ფართეს. ფართე გზას ადამიანი ჯოჯოხეთისკენ მიყავს. ვიწროს კი ღმერთისკენ. ვიწრო გზაზე შემდგარადამინს საკუთარი თავის უაროფა უწევს და ღვთს მორჩილება. არჩევანი ადამიანზეა, რომელს აირჩევს ის.
მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით, ამ დედამიწაზე ძალიან ცოტა დროს ატარებს ადამიანი. რა უფრო პრიორიტეტულია შენთვის. დატკბე ამ ცხოვრებით და მოხვდე ჯოჯოხეთში. თუ აირჩიო ვიწრო გზა და დაიმკვიდრო საუკუნო ცხოვრება?
ალბათ გაგიჩნდება კითხვა: რისი გაკეთებაა საჭირო გადასარჩენად? საუკუნო სიცოცხლის მისაღებად. პასუხი მარტივია ბევრი არაფერი. გასაკეთებელი უკვე გაკეთებულია. იესო მოკვდა ჯვარზე შენი ცოდვებისთვის, შენდა გამოსასყიდად და აღსდგა მკვდრეთით. და ამ საჩუქრის მისაღებად მხოლოდ შენი აღიარებაა საჭირო, შენი ღმერთთან მისვლის სურვილი.
უთხარი ღმერთს: უფალო ღმერთო, მე ვაღიარებ ჩემს ცოდვებს შენს წინაშე, ვაღიარებ იესოს ჩემს პირად მხსნელად. მწამს, რომ ის მოკვდა ჩემთვის ჯვარზე, ჩემი ცოდვებისთვის და აღსდგა მკვდრეთით ჩემდა გამოსახნელად. და ის შემბრალე და მოწყალე მოგიტევებს შენ და გამოგიგზავნის სულიწმინდას შენი ცხოვრების განსაწმენდად და შესაცვლელად. და აღმოაჩენ შენ თავს ვიწრო გზაზე. ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა. სიმშვიდე დაისადგურებს შენს გულში. ის მოგცემს ძალას წინ აღუდგე ამ წუთისოფლის უკეთურებას. გაქრება სიკვდილის შიში, რადგან იცი რომ სიკვდილის შემდეგ საუკუნო სიცოცხლე მოგელის.