Ქალი Ჭასთან
개요: The story of the woman at the well, in dramatic narrative form. Simple application and invitation.
스크립트 번호: 147
언어: Georgian
주제: Sin and Satan (Sin, disobedience); Christ (Saviour of Sinful Men); Living as a Christian (Leaving old way, begin new way, Forgiveness); Eternal life (Salvation, Eternal / everlasting life); Bible timeline (Prophecy, fulfillment of)
청중: General; Women
목적: Evangelism
Features: Monolog; Bible Stories; Paraphrase Scripture
지위: Approved
이 스크립트는 다른 언어로 번역 및 녹음을위한 기본 지침입니다. 그것은 그것이 사용되는 각 영역에 맞게 다른 문화와 언어로 조정되어야 합니다. 사용되는 몇 가지 용어와 개념은 다른 문화에서는 다듬어지거나 생략해야 할 수도 있습니다.
스크립트 텍스트
სახარებაში ჩაწერილია ერთი ამბავი, რომელიც გვიამბობს ერთ ქალზე, რომელიც გამოვიდა შუადღეს, პაპანაქება მზეში, ჭიდან წყლის მოსატანად. მან დაინახა ჭასთან მჯომი კაცი. მან არ იცოდა რომ ეს კაცი იესო იყო. ჩამოდგა დოქი ძირს. უთხრა კაცმა მას: დამალევინე წყალი. მიუგო ქალმა: შენ არ ხარ ჩემი ტომიდან. რატომ მთხოვ წყალს? შენ ხალხს და ჩემებს არაფერი აქვთ საერთო.
„შენ რომ იცოდე ვინ ვარ მე, პირიქით მთხოვდი წყალს, რომ მომეცა“–მიუგო იესომ. ჭურჭელი არ გაქვსრითამოიღებ წყალს ჭიდან? როგორ დამალევინებ წყალს?–უპასუხა ქალმა.
იესომ მიუგო: „ამ წყლის დამლევს კვლავ მოსწყურდება, მაგრამ წყალს რომელსაც მე ვიძლევი მის დამლევს არასდროს მოსწყურდება“. გაიფიქრა ქალმა: „ეს რა კარგი რამ გავიგე, დავლევ ამ წყალს და აღარ მომიწევს ყოველდღე მზის პაპანაქებაში ამ წყაროსთან მოსვლა წყლისთვის“
„ბატონო მომეცი ეს წყალი , რომ აღარ მომწყურდეს, და აღარ დამჭირდეს აქ მოსვლა“ –უთხრა დედაკაცმა. მიუგო იესომ: „წადი და მოუხმე შენს ქმარს“ მიუგო ქალმა: „მე არ მყავს ქმარი“
„შენ ხუთი ქმარი გყავდა, და ის ვინც ახლა შენთანაა არც ისაა შენი ქმარი“–უთხრა იესომ. გაიფიქრა დედაკაცმა: „ნამდვილად წინასწარმეტყველია ეს კაცი, რადგან მან უწყის ყველაფერი ჩემს შესახებ“. უთხრა იესოს: „ვხედავ ღვთისგან მოვლენილი კაცი ხარ შენ, როცა ღვთის ძე მოვა, მესია , ის გვეტყვის ყველაფერს ჩვენს შესახებ, რადგან მან უწყის ყველაფერი. მამები გვასწავლიდნენ, რომ ის მოვა და გვასწავლის უფლის გზებს.“
იესომ უთხრა: „მე ვარ ის, ვინც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს“
ამის გაგოგენბისთვანავე გაიქცა ქალი და მოუხმო ხალხს. ეუბნებოდა: მოდით ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა ჩემს შესახებ, ის არის აღთქმული, იესო ქრისტე. ის კვლავ ჭასთანაა. მოდით.“
როცა ხალხი მივიდა იქ, დაინახა იესო და სთხოვა მას დარჩენილიყო მათთან ცოტა ხანს. და დარჩა იესო რამდენიმე დღე მათთან.
რა წყალი იყო ამისთანა, რომელსაც იესო სთავაზობდა ქალს? ეს არ იყო ჩვეულებრივი წყალი. იესო არ საუბრობდა სასმელ წყალზე, არამედ საუკუნო სიცოცხლესა და ცოდვათა მიტევებაზე. ბევრი ეხვეწებოდა იესოს ცოდვების მიტევებას და საუკუნო სიცოცხლეს. ვინც კი ევედრობოდა ამას იესო აძლევდა მათ. დიდმა სიხარულმა მოიცვა ის სოფელი. იესომ მიუტევა ყველას ვისაც ცოდვების შენდობა სურდა, მისცა საუკუნო სიცოცხლე მათ , ვინც ირწმუნა მისი.
ხომ არ გინდა მიიღო შენც ეს საუკუნო სიცოცხლე? დახსნა ცოდვათაგან. იესო ხომ დღესაც აქაა და ის მოგცემს შენ ამას თუ კი მოუხმობ და სთხოვ.