Ლაზარე Და Მდიდარი
概要: Story dramatized. Emphasis is on no chance after death. Hell and heaven are real. Christ died, rose, and ascended that we might be free from judgment. Snare of materialism. Life is short---after death is long.
スクリプト番号: 113
言語: Georgian
テーマ: Sin and Satan (Hell, Judgement); Christ (Son of God); Eternal life (Heaven, Salvation); Life event (Death); Problems (Materialism, Money)
観客: Catholic; General; Western
スタイル: Monolog
ジャンル: Bible Stories & Teac
目的: Evangelism; Teaching
聖書の引用: Extensive
状態: Approved
スクリプトは、他の言語への翻訳および録音の基本的なガイドラインです。スクリプトは、それぞれの異なる文化や言語で理解しやすく、関連性のあるものにするために、必要に応じて適応させる必要があります。使用される用語や概念の中には、さらに説明が必要な場合や、完全に置き換えたり省略したりする必要がある場合もあります。
スクリプトテキスト
როდესაც იესო, ღვთის ძე, დედამიწაზე მიმოდიოდა, უამბო ხალხს ასეთი ამბავი:
იყო ერთი მდიდარი კაცი, კარგად იცვამდა და ჭამდა. ასევე იყო ერთ ღარიბი კაცი სახელად ლაზარე. ის მდიდარი კაცის კართან იწვა და ელოდა როდის გადმოყრიდა ნამცეცებს მდიდარი კაცი თავისი სუფრიდან რომ ეჭამა. წყლულები ქონდა. მოდიოდნენ ძაღლები და ულოკავდნენ წყლულებს.
გარდაიცვალა ლაზარე და მოხვდა ზეციში, გარდაიცვალა მდიდარი და მოხვდა ჯოჯოხეთში. იტანჯებოდა მდიდარი და გაიძახოდა:გთხოვთ ლაზარე გამოუშვით, რომ დაისველოს თითი წყალში და ენა დამისველოს“.
პასუხად იყო: ჩვენ შორის დიდი უფსკრულია და არავის ძალუძს აქედან მანდ გადმოსვლა. არავის ძალუძს ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადასვლა და პირიქით. მაშინ მდიდარმა უთხრა: მაშინ ერთ რამეს გთხოვ.
ლაზარე დააბრუნე დედამიწაზე რათა მან უთხრას ჩემ ხუთ ძმას ამ საშინელი ადგილის შესახებ რათა ისინიც აქ არ მოხვდნენ.
არა–იყო პასუხი–თუ მათ არ ირწმუნეს აქამდე თქმული ღვთის სიტყვების არც მკვდრეთით არმდგარ ლაზარეს დაუჯერებენ.
ასევე უთხრა იესომ მათ: ჭეშმარიტად გეუბნევით თქვენ, თუ არ ირწმუნებთ ღმერთს, ზურგს არ აქცევთ ცოდვებს და არ დაემორჩილებით მას, მოხვდებით ჯოჯოხეთში სადაც ცეცხლი მისი არ ქვრება. უფალს შეუძლია ჩვენი ახალ ქმნილებად გარდაქმნა, ჩვენი გულების შეცვლა. ნუ მოიქცევი ბოროტი ადამიანების მსგავსად, რომელთა ბოლო ჯოჯოხეთია. მდიდარს ამ იგავის თანახმად არ სწამდა ღმერთის, არ ემორჩილებოდა მას და ამიტომ მოხვდა ჯოჯოხეთში. ლაზარეს კი სწმდა ღმერთის და საზღაურად ზეცა დაიმკვიდრა. შენც მობრუნდი ღმერთისკენ რადგან სიკვდილის შემდეგ გვიან იქნება.
სიცოცხლე ამ დედამიწაზე ძალიან მოკლეა , სიკვდილის შემდეგ კი ხანგძლივი. ვინ არის ბრძენი ჩვენს შორის? იესო ამბობს: რა სარგებელია თუ კი მსოფლიოს შეიძენ საკუთარ სულს კი დაკარგავ?