Უძღები Შვილი
Garis besar: Story of the prodigal son dramatized, with application. Invitation and sinner's prayer. There are several versions of this; some have direct Scripture quotes; others paraphrase.
Nomor naskah: 108
Bahasa: Georgian
Tema: Living as a Christian (Repentance, Leaving old way, begin new way, Forgiveness, Joy, happiness, rejoicing); Character of God (Love of God, Grace and Mercy, Nature, character of God)
Pengunjung: General; Christian; Western
Tujuan: Evangelism; Teaching
Features: Monolog; Bible Stories; Minimal Scripture
Status: Approved
Naskah ini adalah petunjuk dasar untuk menerjemahkan dan merekam ke dalam bahasa-bahasa lain. Naskah ini harus disesuaikan seperlunya agar dapat dimengerti dan sesuai bagi setiap budaya dan bahasa yang berbeda. Beberapa istilah dan konsep yang digunakan mungkin butuh penjelasan lebih jauh, atau diganti atau bahkan dihilangkan.
Isi Naskah
იყო ერთი კაცი, რომელსაც ყავდა ორი ვაჟი. ერთ დღეს მივიდა უმცროსი ვაჟი მამასთან და უთხრა: მამა, მომეცი ჩემი წილი ქონებისა. მამამ გაყო თავისი ქონება და მისცა უმცროს ვაჟს თავისი წილი.
აიღო თავისი წილი უმცროსმა ვაჟმა და წავიდა. გამოხდა ხანი. გაფლანგა მთელი თავისი ქონება თავქარიან ცხოვრებაში. ამ დროს შიშილი ჩამოვარდა იქ და ღორების მოჯამაგირედ დაიწყო მუშაობა. ენატრებოდა ღორების საჭმელი ეჭამა და კუჭი ამოევსო. იფიქრა ერთ დღე. მამაჩემის სახლში ბევრი მსახურია, მათ საჭმელ–სასმელი უხვად აქვთ. მივალ მამაჩემთან და ვეტყვი. მამა შევცოდე შენსა და ღვთის წინაშე, მომეცი ნება უკან დავბრუნდე და მოჯამაგირედ დაგიდგე. ასეც მოიქცა ვაჟი.
ჯერ კიდევ არ მიახლოვებოდა სახლს, რომ მამაისმა შენიშნა ის და გაიქცა მის შესაგებებლად. მივიდა და გულში ჩაიკრა შვილი.
უთხრა შვილმა: „მამა შევცოდე შენსა და ზეცის წინაშე. არ ვარ ღირსი შენს შვილად ვიწოდებოდე.“ მაგრამ მამამ ბრძანა : მოეტანათ მისთვის კარგი შესამოსელი და ჩაეცვათ, საუკეთესო სანდლები მოეტანათ. დაეკლათ ნასუქი ხბო, გაეკეთებინათ ბეჭედი თითზე და გაემართათ ნადიმი.“ მკვდარი იყო ჩემი შვილი და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და დაბრუნდა, უნდა ვიხაროთ ამ ამბით.
ეს ამბავი მოუთხრო უფამა ხალხს იმის მისანიშნებლად, თუ რამდენად ვუყვარვართ ჩვენ ცოდვილები, მისი შვილები. ის მოწყალე მამა არის ამ ამბავში. ჩვენ კი ცოდვილი უძღები შვილები. და გველის როდის მიუბრუნდებით მას. ყოველი ცოდვილის მონანიებას და სახლში დაბრუნებას ზეცა სიხარულით ხვდება. მას არ სურს რომ ცოდვის გამო დავისაჯოთ, მოვხვდეთ ჯოჯოხეთში. ის შემბრალე და სულგრძელი ელოდება თავის შვილებს როდის დაუბრუნდებიან სწორ გზას, როდის იტყვიან უარს ცოდვაზე და შეუდგებიან ღვთის გზას. ჩვენ უნდა შევინანოთ ჩვენი ცოდვები, მოვინანიოთ და ვთქვათ: უფალო ღმერთო , მე ვაღიარებ ჩემს ცოდვებს, მე მწამს იესოსი, რომ ის მოკვდა ჩემთვის, ეწამა და ჯვარს ეცვა ჩემი ცოდვების გამო. გევედრები მომიტევე და შემიწყალე იესო ქრისტეს გამო,მე უარვყოფ ჩემს განვლილ ცხოვრებას და მინდა გავყვე იესოს. მინდა რომ ის ჩემი მამა იყოს. მიმიღე შენს დაკარგულ ძედ, იესო ქრისტეს სახელით , იესო ქრისტეს გამო. ამენ.“