Შეგიძლია Დაძლიო Შიში
રૂપરેખા: Reasons people in the modern western world have fears such as family problems, health problems, nuclear war possibilities, job loss, loneliness, and death. Need for a relationship with the Creator, Genesis and the fall as reason for man's fear, relationship with God to be restored through Jesus Christ and that is the answer to man's fears.
સ્ક્રિપ્ટ નંબર: 369
ભાષા: Georgian
થીમ: Living as a Christian (Joy, happiness, rejoicing, Faith, trust, believe in Jesus); Problems (Materialism, Fear, Problems, troubles, worries)
પ્રેક્ષકો: Atheist; General; Women; Western
શૈલી: Monolog
હેતુ: Pre-evangelism
બાઇબલ અવતરણ: Minimal
સ્થિતિ: Approved
સ્ક્રિપ્ટો અન્ય ભાષાઓમાં અનુવાદ અને રેકોર્ડિંગ માટે મૂળભૂત માર્ગદર્શિકા છે. દરેક અલગ-અલગ સંસ્કૃતિ અને ભાષા માટે તેમને સમજી શકાય તેવું અને સુસંગત બનાવવા માટે તેઓને જરૂરી અનુકૂલિત કરવા જોઈએ. ઉપયોગમાં લેવાતા કેટલાક શબ્દો અને વિભાવનાઓને વધુ સમજૂતીની જરૂર પડી શકે છે અથવા તો બદલી અથવા સંપૂર્ણપણે છોડી દેવામાં આવી શકે છે.
સ્ક્રિપ્ટ ટેક્સ્ટ
ერთხელ ვესუაბრე ქალს, რომელიც ქმარმა მიატოვა ორი შვილით. ის ავად იყო და ჰქონდა ბევრი პრობლემა. მისი გული სავსე იყო შიშით.
დღეს არა მარტო მიტოვებულ , მარტოხელა დედებს ეშინიათ მომავლისა, არამედ სხვებსაც. ადამიანები ჩაძირულები არიან პრობლემებში, რომელთა მოგვარების გზებიც არ ჩანს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში სადაც ოჯახებს მატერიალური პრობლემები აქვთ. მიუხედავად იმისა რომ დღეს ტექნოლოგიები განვითარებულია და ბევრი ავადმყოფობის ვაქცინაა შექმნილი. ხალხი მაინც იტანჯება.
მრავალი ადამიანი ცხოვრობს ბირთვული იარაღის გამოყენების შიშის ქვეშ. ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია. უმუშევრების რიცხვი ყოველდღე იზრდება. ზოგს ავადმყოფობა აშინებს, ზოგს სიმარტოვე. სამყარო სავსეა შიშით. ეჭვგარეშეა რომ კაცის თანამგზარი დღეს შიშია. ისმის კითხვა: რა განაპირობებს, და რისი შედეგია ხალხის შიშში ცხოვრება?
ერთმა გერმანელმა ფსიქოლოგმა, რომელიც ქრისტიანი გახდა, განაცხადა: ხშირად პრობლემებში მყოფი ადამიანები შიშს განიცდიან მომავლის მიმართ. მაშინ მე ვეკითხები მათ, იცნობენ თუ არა ღმერთს, ურთიერთობენ თუ არა მასთან ლოცვის მეშვეობით. ამ კითხვებს პაციენტების გაოცება მოყვება, როცა კომპეტენტური ფსიქოლოგი მათ მსგავს კითხვას უსმევს. ხშირად იცინიან ან დამცინიან კიდეც. მაგრამ მე ვაცხადებ, ყოველი მათი ფსიქოლოგიური პრობლემა განპირობებულია იმით, რომ ისინი არ ურთიერთობენ თავის შემომქმედთან.
დაბადების წიგნში ჩვენ ნათლად ვხედავთ სამყაროს და ადამიანის შექმნის ისტორიას. იმ დროს პირდაპირი კავშირი ქონდა ადამიანს ღმერთთან. და ვერ ვხედავთ რომ ის რაიმისადმი შიშს განიცდიდა. მოგვიანებით კი ჩვენ ვხედავთ.
რომ ის ურთიერთობს ღმერთთან და შემდეგ ცოდვით დაცემული ადამიანის მოწოდებისას აი რასგვეუბნება ბიბლია: გავიგონე შენი ხმა ბაღში, შემეშინდა და დავიმალე რადგან შიშველი ვიყავი.
შიშს პირველად მაშინ ვაწყდებით, როცა ადამიანმა დაუმორჩილებლობა გამოიჩინა ღვთის მიმართ. იმ მომენტიდან რაც, ადამიანმა პირველი ცოდვა ჩაიდინა, ადამიანის და ღმერთის ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა. დაირღვა. ამის შემდეგ შიში გახდა ადამიანის თანამგზავრი.
ადამიანს სიცარიელე მას შემდეგ დაეუფლა რაც განუდგა ღმერთს, ეს სიცარიელე ადამიანს განძარცვავს დაცულობის შეგრძნებისგან. ის ცდილობს ამ სიცარიელის შევსებას ხან სამსახურით ხან ფულით. ზოგს კარიერული წინსვლა უნდა ზოგს ცნობილ პიროვნებად ყოფნა. . ერები ცდილობენ ცხოვრების დონე აწიონ ხალხის საკეთილდღეოდ. ეს არის სიმართლე.
ხალხს სიმშვიდის მოპოვება მხოლოდ ღმერთთან ურთიერთბით შეუძლია. ღმერთიაჩვენი შემომქმედი და მან უკეთ იცის რა გვჭირდება ბედნიერებისთვის.
ადამიანი ვისაც მოზიარეობა ღმერთთან აქვს მასში არ სუფებს შიში რადგან მას სწმას რომ ღმერთი არ დატოვებს მას მარტო.
ღმერთს ვიყვარვართ და სურს რომ შიშის გარეშე ვიცხოვროთ. მან გამონახა გზა ადამიანთა დასახსნელად და შემოსარიგებლად იესო ქრისტეს მეშვეობით. იესო ამბობდა: მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით.
ხალხს რომელსაც სწამს იესოსი, როგორც მისი პირადი მხსნელის, სწამს მისი როგორც ზეციერი მამის. და სჯერა რომ ზეციერი მამა იზრუნებს მასზე. ძვირფასო მსმენელო თუ კი თავი ჯერ ღვთისთვის არ ჩაგიბარებია, ნუღა აყოვნებ, განთავისუფლდი შიშისა და ეჭვებისგან.
სიცოცხლე იესოსთან ერთად არის სავსე სიმშვიდითა და სიხარულით ამ ცხოვრებისეული ქარიშხლის დროსაც კი. ამიტომ გაეკრა ჯვარზე იესო ქრისტე გოლგოთის მთაზე. რომ გვქონოდა მშვიდობა, გულებში, შინ და გარეთ და არანაირი შიში.
მხოლოდ იესო ქრისტეს შეუძლია მოგცეს ძალა შიშის დასაძლევად. ასე რომ მიანდე შენი სიცოცხლე იესო ქრისტეს.